logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბაქრაძე ისრაელის რელიგიის მინისტრს ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე ესაუბრა
ბაქრაძე ისრაელის რელიგიის მინისტრს ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე ესაუბრა
10:30 14.03.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის  ინიციატივაზე ინფორმაცია რელიგიის საკითხებში ისრაელის მინისტრს იაკობ მარგს მიაწოდა .
"ჯვრის მონასტერი იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაშია და ბუნებრივია, რომ მათთან ვაწარმოებთ ძირითად მოლაპარაკებებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის სახელმწიფო და მთავრობა ამ პროცესში ინფორმირებული და ჩართული იყოს" - განაცხადა ბაქრაძემ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ბაქრაძის თქმით, ისრაელის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში შეეცდება ქართულ მხარეს დაეხმაროს, რათა საბოლოოდ ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
იაკობ მარგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს ქართულ მხარეს მოლაპარაკებების წარმართვაში.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჯვრის მონასტრის თემაზე ვისაუბრეთ. ეს პრობლემატური და ფრთხილი საკითხია. სავარაუდოდ, მასზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ჩვენი ქვეყნის მეთაურს შორისაც გაიმართება. ამ საკითხში სამი მხარეა ჩართული. ვფიქრობ ისრაელმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რომ მოლაპარაკებები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულდეს. პროცესში ჩართულია საბერძნეთის ეკლესიაც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მხარის დასახმარებლად" - განაცხადა მარგმა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იერუსალიმში ქართული სახლი მოინახულა და იქ მოღვაწე ქართველ დედებს ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
ოფიციალური შეხვედრები გრძელდება. დღეს ბაქრაძე ქნესეთში თავის კოლეგას და ქნესეთის წევრებს შეხვდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა