ყოველწლიური თეატრალური პრემია "დურუჯის" 2011-2012 წლის სეზონის ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო.
პრემია `დურუჯი~ რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
გარდა ამისა, ჟიური საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს გამოავლენს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი 35 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, წელს პრემია "დურუჯის" დებულებაში ცვლილება შევიდა - ამიერიდან, პრემიის პრეტენდენტის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ ყველა სახელმწიფო ან კერძო პროფესიულ თეატრს შეუძლია, გარდა სახალხო თეატრებისა.
პრემიაზე წარდგენის ვადა 2012 წლის 30 აპრილს იწურება.
დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" ინიციატივით უკვე მეოთხედ იმართება.

















