კონტროლის პალატაში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის სრულყოფაზე იმსჯელეს.
როგორც "ნიუსპრესს" კონტროლის პალატის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუფერხებელი საქმიანობის საკანონმდებლო გარანტიებს შეუქმნის.
შეხვედრაზე ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით სათათბირო საბჭოს შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას გაზრდის.

















