საპარლამენტო ოპოზიცია საპენსიო კანონში ცვლილებების პროექტს იწუნებს.
პარლამენტში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული პაკეტი განიხილება, რომელიც სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრეა ურუშაძემ წარადგინა.
"ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ ასაკით პენსიონერ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის ზღვარი უსამართლოდ დაწესდა.
,,ქალბატონები 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე, მათ 140 ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი უწევთ, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ 2 წელი, რადგან ისინი 65 წლის ასაკში იღებენ პენსიას" – აღნიშნა ანიკაშვილმა.
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ კი - ის ფაქტი გააპროტესტა, რომ პენსია 1 სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერს არ ეზრდება.

















