საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში საქართველოში 5 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩამოვა, ქვეყნის პოტენციალი კი - 10-12 მლნ ტურისტის მოზიდვაა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა, საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ტურისტული ადგილების რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თელავში მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და აღნიშნა, რომ წელს წყალტუბოს სრული განახლებაც იგეგმება.
"ყოველი მილიონი ტურისტი ქმნის 30 000 სამუშაო ადგილს. ჩვენ ვაშენებთ სასტუმროებს, ვასწორებთ გზებს და ინფრასტრუქტურას, მაგრამ თუ ამას მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია არ დავაწიეთ ნახევარზე მეტი გამოუყენელი დაგვრჩება"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















