საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის ნაწილის გამოსვლა "შუშის სასახლის ბინადრის მიმართ ვედრებას" შეადარა.
"ასეთი ვედრება შუშის სასახლის ბინადრის მიმართ, რათა მიიღონ რაიმე სახსარი, მართლა იშვითად მინახავს. რა სასტიკი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს განწირული სულისკვეთება ვერ გაიგოს. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობ" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წიკლაურმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტში თეატრალურ წარმოდგენებს მართავს.

















