საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას მოითხოვენ.
როგორც დღეს პარლამენტის პლენარულ ხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ეს საკითხი საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად არ უნდა გადაწყდეს.
"გთავაზობთ ბათუმში პლებისციტის ჩატარებას. რატომ არ გინდათ დაუშვათ იმის პრეცედენტი, რომ მოსახლეობას რაღაც ჰკითხოთ?" - განაცხადა ახვლედიანმა უმრავლესობის მისამართით.
ახვლედიანის ამ განცხადებას უმრავლესობის არც ერთი წევრი არ გამოხმაურებია.

















