ბიზნესმენ ბადრი პატარკავიშის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი საზოგადოებრივ მოძრაობაში "ჩემი საქართველო" წევრიანდება.
ამის შესახებ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას დღეს ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ მოძრაობაში ის სამართლებრივ და საკონსტიტუციო საკითხებზე იმუშავებს.
ქართული კანონმდებლობით ვალერი გელბახიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან მას ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია.
გელბახიანი რამდენიმე კვირის წინ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, მას ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება ედება ბრალად. გელბახიანს გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

















