ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის შესახებ, ოპოზიციური პარტიების საერთო ეროვნულ დეკლარაციაზე კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხელის მოწერაზე უარი თქვა.
ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
"ჩვენ ცესკო-ში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადი შეგვაქვს და ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ, რათა ქართველი ხალხის მოთხოვნით ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან გამოიყვანონ" – განაცხადა გუგავამ.
აღნიშნული მოთხოვნით დეკლარაცია პარტიამ რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა.
"ლეიბორისტები" პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ ავღანეთში საკუთარი შვილები და ძმები გაგზავნონ.

















