"ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დებატებში იწვევს.
აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ბაღათურიას თქმით, 28 თებერვლის დებატები ეტყობა პრეზიდენტს "გულში ცუდად ჩარჩა".
იგი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის ქონების საკითხზე ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერით დებატებში იწვევს.
"დავსხდეთ მშვიდად, წყნარად, ისტერიკების გარეშე და გავმართოთ დებატები. ღია ეთერში დავამტკიცებ, რომ პრეზიდენტი უკანონოდ გამდიდრდა, მიითვისა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა" – განაცხადა ბაღათურიამ.
პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ სქემაზე ბაღათურიამ 28 თებერვალს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას ისაუბრა.

















