პარტია "თავისუფალი საქართველო" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის თაობაზე "სახალხო კრების" განცხადებას მხარს უჭერს.
ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა.
"ჩემმა პარტიამ იანვარში გააკეთა მოწოდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე ერთიანი ოპოზიციური ხედვის შემუშავებასთან დაკავშირებით" - განმარტა შალამბერიძემ.
იგი კოალიცია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მუშაობა დაიწყონ.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში "თავისუფალი საქართველო" საარჩევნო კოდექსის გადაუდებელი ცვლილებების შესახებ საკუთარ წინადადებას წარადგენს.
"სახალხო კრება" არსებული ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის ინიციატივით გუშინ კიდევ ერთხელ გამოვიდა.

















