"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი პარლამენტში გურამ ჩახვაძე დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით პარტიის ახალ ხედვას გააცნობს.
ედპ ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ საპენსიო პაკეტს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპენსიო პაკეტი მოქალაქეთა ღირსეულ სიბერეს ვერ უზრუნველყოფს.
ედპ-ს პროექტი საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით ორი ნაწილისგან შედგება. ჩახვაძის განცხადებით, ერთი მხრივ, ის საბაზისო პენსიის საარსებო მინიმუმთან მიბმას გულისხმობს, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით ყოველწლიურად გადაიხედება და მეორე მხრივ, პენსიის დაგროვების სქემა უნდა შეიქმნას, სადაც პირი საპენსიო ასაკამდე დასაქმების პერიოდში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილს პირად ანგარიშზე დააგროვებს.
ჩახვაძის აზრით, ამ სქემის მეშვეობით მოქალაქეებმა საპენსიო ასაკის დადგომისას ორნაწილიანი პენსია უნდა მიიღონ.

















