პარლამენტში დღეს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილი მივა.
იგი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ტყეშელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

















