საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ფრაქციაში კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს იბარებს.
კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან ოპოზიცია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონზე და აღსრულების პროცესში შექმნილ პრობლემებზე იმსჯელებს.
ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქციის მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ 20 მარტს, ფრაქციის სხდომაზე ლევან ბეჟაშვილს იწვევენ, რაზეც ოფიციალურ შეტყობინებას ხვალ გაუგზავნიან.
"ვიმედოვნებ, რომ ლევან ბეჟაშვილი კანონს არ დაარღვევს, მაგალითს მისცემს სხვა მაღალჩინოსნებს და ფრაქციის სხდომაზე მოვა" – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მისვლასაც ითხოვს.

















