"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოვალეობას შემსრულებლად მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
დღემდე, 4 წლის განმავლობაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი იყო.
პარტიაში აცხადებენ, რომ ამ წლების განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო აქტივობის და რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურის საკითხებიც განიხილეს.

















