საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თელავის მოსახლეობასთან შეხვედრისას, საავადმყოფოების მშენებლობის პროცესზე საუბრის დროს,
ოპოზიციას გამოეხმაურა და რჩევა მისცა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საავადმყოფოების მშენებლობის პროცესის დაცინვა საკუთარი ხალხის უპატივცემულობა და მათი ბედისადმი ინფანტილური დამოკიდებულებაა.
"დაგვცინიან და ამბობენ - რად გვინდა ამდენი საავდმყოფო. მინდა, რომ ყველა რეგიონში თითოეულ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი იმაზე, რაზეც ადრე მხოლოდ თქვენ მიგიწვდებოდათ. კეთილი ინებეთ და პატივი ეცით თქვენ ხალხს. ეს არის განსხვავება ჩვენს ფსიქოლოგიასა და თქვენს ბატონყმურ ფეოდალიზმს შორის"- მიმართა პრეზიდენტმა ოპოზიციას.
მისი თქმით, საქართველო წინ მიიწევს და ამაზე ახალი საავადმყოფოების, სკოლებისა და სოფლის მეურნეობის ცენტრების მშენებლობა მეტყველებს.
"ჩემთვის მთავარი გამოწვევაა საქართველოს ყველა ოჯახზე აისახოს ეს წარმატება. ჩვენ არასდროს ვიქნებით არც სხვა ქვეყნის და არც ფეოდალების მონები" - აღნიშნა სააკაშვილმა.

















