გარემოს დაცვის სამინისტრომ სოციალური ქსელით ჩატარებული კონკურსის - "მწვანე კრეატივის" გამარჯვებულები გამოავლინა.
ფოტოკონკურსში, რომელიც ერთი თვე მიმდინარეობდა, 2 500-ზე მეტმა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.
ფოტოკონკურსზე მწვანე თემატიკაზე გადაღებული ფოტოები იყო წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად, გარემოს დაცვის სამინისტროში 20 საუკეთესო ფოტოს გამოფენაც მოეწყო.
გამარჯვებულებს მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სამახსოვრო პრიზები გადასცა.
პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს მარიტა როხვაძეს საჩუქრად ველოსიპედი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელს პაატა ვარდანაშვილს - ფოტოაპარატი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ თიკო ბიბილაშვილს - სალაშქრო ზურგჩანთა.

















