თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ ალკენმა პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარა.
უცხოელი პროფესორის მიერ უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ჩატარებულ კურსს დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში უცხოელი სპეციალისტების მიერ თეორიული და პრაქტიკული ლექციების კურსის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა.

















