პარტია "ახალი მემარჯვენეები" ხვალიდან ფართომაშტაბიან კამპანიას - "ქართული სოფლისათვის" იწყებენ. ამის შესახებ პარტიის
წევრებმა დღეს პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ისუბრეს.
კამპანია სოფლებში არსებულ პრობლემების წარმოჩენას და ამ პრობლემის მოგვარების გზების ხელისუფლებისთვის შეთავაზებას გულისხმობს.
ასევე, როგორც სხდომაზე პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, "ახალი მემარჯვენეები" სტრუქტურულად და ორგანიზაციულად, 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის მზად არიან.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ახალი მემარჯვეების" პარტიული ჯგუფების ხელმძღვანელების დაკომპლექტებისა და მათი დატრენინგების საკითხებიც განიხილეს.
პარტიის ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, რეგიონულო ორგანიზაციების ტრენინგი უკვე დასრულდა და პარტია როგორც არასდროს, ისე ძლიერია.
სხდომას პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ასევე ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.

















