საქართველოსა და ყატარის სახელმწიფოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა მყარდება.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულება გამოსცა, რომელიც ,,ყატარის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებს.
შეთანხმებას ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე მოაწერს ხელს.

















