პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა.
ბაქრაძე ისრაელში ქნესეთის სპიკერმა რეუვლენ რივლინმა მიიწვია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების სხვადასხვა პირებთან.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

















