logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28
logo2
logo2
ირაკლი ბათიაშვილი - მიუხედავად წყენისა, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ
ირაკლი ბათიაშვილი - მიუხედავად წყენისა, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ
16:57 11.03.2012
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმ წყენისა, რაც ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულმა  ვიდეომ გამოიწვია, "სახალხო კრება" საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია "ქართულ ოცნებიასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
"საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური ურთიერთობების არანაირ წესებში და ჩარჩოებში არ ჯდება, როცა ოპოზიციის ერთი ლიდერი საკითხს სვამს იმის თაობაზე, რომ მეორე ლიდერი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს ან გვერდზე გაიწიოს. ეს კარგს არაფერს მოუტანს იმ პროცესს, რასაც არსებული ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი ჰქვია" - განაცხადა ბათიაშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად წყენისა და განცვიფრებისა, კრება ყოველივე ამაზე მაღლა დადგება.
"სახალხო კრება" ყოველთვის საქმის და საერთო ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იგივე რჩება - საჭიროა ყველა ძალის კონსოლიდაცია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვისაც ნამდვილად უნდა ისე მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ მასში მონაწილეობას აზრი ჰქონდეს" - განაცხადა ბათიაშვილმა.
კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის თქმით, "ფეისბუქზე" ატვირთული ვიდეოს ფრაგმენტმა "სახალხო კრებაში" გაოცება გამოიწვია.
"გაკვირვებული დავრჩით, თუ რა მიზანს ისახავდა ვიდეოს ფრაგმენტის მიზანდასახულად გამოქვეყნება. როგორ შეიძლება ნინო ბურჯანაძე ან "სახალხო კრება" ხელს უშლიდეს "ქართულ ოცნებას" თავის საქმიანობაში" - აღნიშნავს ბათიაშვილი.
მისი განმარტებით, "სახალხო კრება" ბიძინა ივანიშვილს სოლიდარობას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველივე დღიდან უცხადებდა.
"გარდა სოლიდარობის გამოცხადებისა, ჩვენი მხრიდან სხვა არაფერი ყოფილა. ჩვენ თავიდანვე გამოვუცხადეთ მას სოლიდარობა და მხარდაჭერა და დღესაც იგივე დამოკიდებულება გვაქვს. ასე რომ, სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე ხელს უშლის რამეში ბიძინა ივანიშვილს. რაში უნდა უშლიდეს ხელს, როცა იგი მუდმივად გამოხატავდა თავის სოლიდარობას და თანადგომას" - აღნიშნა ბათიაშვილმა.
ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ივანიშვილის გვერდზე ბიზნესმენთან "სახალხო კრების" და "ქართულ აკადემიის" წარმომადგენლების შეხვედრას ეხება. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებულ ფრაგმენტში ბიზნესმენი გასული წლის 26 მაისს განვითრებულ მოვლენებზე საუბრობს. ასევე, ნინო ბურჯანაძის მისამართით აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს მოთხოვნის მიუხედავად, ჩანაწერის სრული ვერსია "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია და არც "სახალხო კრებისთვის" გადაუცია. კრების წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, დაახლოებით სამ საათიანი შეხვედრიდან, მათ მხოლოდ 19 წუთიანი, უხარისხო ვიდეომასალა მიიღეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა