საპენსიო პაკეტს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები მომავალ კვირაში განიხილავენ.
საპენსიო კანონმდებლობა საპენსიო და სოციალურ პაკეტს მოიცავს, რომლის მიხედვითაც პენსიების დანიშვნის პროცედურა მარტივდება.
სხდომაზე დეპუტატები რამდენიმე ახალ კანონპროექტსაც განიხილავენ. მათ შორისაა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც რელიგიური, ეროვნული, რასობრივი და სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას ეხება.
მომავალ სასესიო კვირაში, პარლამენტში პრეზიდენტის ინიციატივით სარატიფიკაციოდ წარდგენილ რამდენიმე ხელშეკრულებასაც განიხილავენ.

















