აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთში გუშინ ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკის მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, იქ გამართული არჩევნები საერთაშორისო სამართლის კუთხით არ განიხილება.
,,ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საიდანაც იძულებით განდევნილია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. გამომდინარე აქედან, ეს ე.წ. არჩევნები მოკლებულია სამართლებრივ ჩარჩოებს, არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც, ფაქტიურად რუსეთის ხელისუფლების მიერ იმართება" - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ლევან თევზაიამ.

















