მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ "განრღვეულის კვირიაკეს" აღნიშნავს.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვაზე სახარებიდან ის ადგილი წაიკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც ხალხმრავლობის გამო სახურავიდან ჩაუშვეს.
სამოციქულო ეკლესია ხვალ წმ. გრიგოლ პალამას - თესალონიკელ მთავარეპისკოპოსსაც იხსენიებს. დღეს კი მიცვალებულთა შაბათი აღინიშნა. მათი სულების მოსახსენიებლად ტაძრებში სპეციალური მსახურება შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ საკვირაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.

















