"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი სუბიექტის სახით მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობის გამგეობის წევრმა ხვიჩა ასანიძემ გააკეთა.
"მოვუწოდებთ როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, თავი დაანებონ ხალხის მოტყუებას" - განაცხადა ასანიძემ.
მისივე განცხადებით, პარტიაში წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
"თუ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გზიდან ჩამოგვეცლებიან, არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ" - აღნიშნა ასანიძემ.

















