"თავისუფალი საქართველო" ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანის შესახებ ლეიბორისტული პარტიის დეკლარაციას უერთდება.
ამის თაობაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველომ ავღანეთის მისიაში უკვე 15 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. მაშინ, როცა ამ კამპანიის ინიციატორ და ნატო-ს წევრ ქვეყნებს - ამერიკასა და საფრანგეთს ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავთ, საქართველოს ხელისუფლება ქართული კონტიგენტის უფრო გაზრდის შესახებ აკეთებს განცხადებებს", - განაცხადა ომანაძემ.
იგი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ან დეკლარაციას შეუერთდნენ ან ღიად გამოუცხადონ თავიანთი მხარდაჭერა მმართველი პარტიის კურსს.
"ლეიბორისტული პარტიის" დეკლარაცია ნატო-ს სარდლობის მისამართით არის შედგენილი და მათ სამხედრო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.

















