საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ, 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზრდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება.
განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებათა სტუდენტებს, სადაც აგრონომიის, განათლების მეცნიერებების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის, მშენებლობის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ეკონომიკის, არქეოლოგიის, ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ფილოსოფიის და არქიტექტურის -მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მისივე თქმით, მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც მიმდინარეობს.