საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დღეს, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ორთვინ ჰენიგთან,
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე, ხაზი ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობას გაესვა.