საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის“, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, სამოქალაქო მოძრაობა - „მრავალეროვანი საქართველოს“, „ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ (NGNI) „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის“ და „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ მიმართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ და ადასტურებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით უკვე მუშაობენ საარჩევნო ექსპერტიზის მქონე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ პროცესში ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პოზიციას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებაც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განიხილებოდეს და გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ და აქტიურად ჩავერთოთ საკითხის განხილვაში“ - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, დღეს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს.