საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია,
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო აშშ-ს მხარდაჭერით ახორციელებს. ყურადღება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაზე გამახვილდა.
აშშ-ს ელჩმა მომავალი თანამშრომლობისათვის სურვილი და მზაობა გამოთქვა.
დავით ნარმანია რიჩარდ ნორლანდს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მუშაობა პროექტების ხარისხის ამაღლებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით მიმდინარეობს.