logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის უმაღლეს საბჭოს სახელზე მიმართვას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის უმაღლეს საბჭოს სახელზე მიმართვას ავრცელებენ
12:07 26.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანისა თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართავენ.

ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება. ამასთანავე, კანონპროექტი უსკოს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, ხოლო უსკოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილებას, აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვიტავს.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით იზრდება არასამთავრობო სექტორის როლი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ნაჩქარევადაა ინიცირებული და მათი მიღება ვერ გადაჭრის უმთავრეს პრობლემას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არაერთ ხარვეზს შეიცავს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კიდევ ერთხელ  გამოვედით ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების თაობაზე. რეფორმის ჭრილში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ რეფორმამ რეალურად უნდა უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად შეამცირის მასზე პოლიტიკური ზეგავლენის განხორციელების შესაძლებლობის რისკი“ - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი ანალიზისა და საარჩევნო ადმინისტაციის სასურველი მოდელის შემუშავების მიზნით, უკვე ინტენსიურად დაიწყო მუშაობა საარჩევნო ექსპერტიზის მქონე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. პროცესში ჩართულია ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია და მუშაობა საქართველოს პარლამენტთან კოორდინირებულად მიმდინარეობს.

„მიგვაჩნია, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ საფუძვლიანი და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებით არის შესაძლებელი, ამასთანავე, უსკოს რეფორმაც ერთიანი საარჩევნო რეფორმის ნაწილი უნდა იყოს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობით უსკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენელი ნაწილია. მოგიწოდებთ, არ განმეორდეს წარსულში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებების დაჩქარებული წესით, წლის ბოლო დღეების განმავლობაში, სამოქალაქო სექტორის ფორმალური ჩართულობის ფონზე მიღებას გულისხმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხორციელებული საკანონმებლო ცვლილებები აღქმული იქნება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდლობა. ჩვენი მიზანი კი, არის ისეთი რეფორმის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნას"-აცხადებენ არასამთავრობოები. 



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა