საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ 2013 წელს, ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მსახურობენ, ახალ, 2013 წელს ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად შეხვდებიან.
საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა, სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე მეორედ მოინახულებს. პირველად, მიხეილ სააკაშვილი მათ 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა, რომლებთან ერთადაც იგი ჯავშანტექნიკით პატრულირებდა“ - ნათქვამია „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.