საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით სავარაუდოდ გაზაფხულზე გაემგზავრება.
ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ის აზერბაიჯანში მიემგზავრება, ხოლო მომავალ წელს, პირველი ვიზიტით, სავარაუდოდ 17 იანვარს, სომხეთს ეწვევა.
პრემიერის განცხადებით, იგეგმება აგრეთვე მისი ვიზიტი თურქეთშიც, რომლის თარიღი გარკვევის პროცესშია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის გაზაფხულზე, სავარაუდოდ მარტში ან აპრილში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა იბვანიშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ნოემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ის ქართული მხარის თხოვნით გადაიდო.