საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე სამართლიანობის პროცესი, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას ვერ შეაფერხებს და ამის შესახებ განცხადებების გაკეთება არარეალურია.
„ქვეყანას ამით საფრთხე არ ემუქრება. მე გაჩვენებთ რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება გაიზრდება. ინვესტიციები საქართველოში ფაქტიურად არ არსებობდა, რადგან ასეთი ტიპის მმართველობის პირობებში, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო, როგორც წესი, ინვესტიციები არ შემოდის.
კარტელური პრინციპებით და მონოპოლიებით მართულ ეკონომიკაში ინვესტიციები არ შემოდის. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ბევრ ბერკეტებს ვხმარობთ, რათა თანხები მოვიზიდოთ და მე ვფიქრომ რომ ყველაფერ ამას დროში საქართველოს მოსახლეობა არათუ დაინახავს, არამედ იგრძნობს“ - განაცხადა პრემიერმა.
მანვე მიხეილ სააკაშვილის მიერ, ახალი მთავრობის წევრების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.
„რაზე შეიძლება ილაპარაკო, როცა უმცირესობის ლიდერს კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე ორი მინისტრი დაუჭირეს და ის კორუმპირებულობაზე ბრალს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აქეთ გვდებს. მე მის გამონათქვამებზე ან ძალიან მცირე კომენტარს გავაკეთებ, ან ჩემი კომენტარები იუმორისტულ სტილში იქნება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.