logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენს ოპონენტებს სხვა გზა აღარ დარჩათ და თავიანთ პროპაგანდას სიცრუეზე აგებენ
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენს ოპონენტებს სხვა გზა აღარ დარჩათ და თავიანთ პროპაგანდას სიცრუეზე აგებენ
13:48 24.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის გამონათქვამებს ეხმაურება.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კითხვები არსბობს, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
„უცხოეთის ქვეყნების და პოლიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა იცოდა თუ რა სიტუაცია იყო საქართველოში, დიდმა ნაწილმა რეალური ვითარების შესახებ უკვე შეიტყო და ძალიან მცირე ნაწილი დარჩა, ვინც არ იცის თუ რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში.
თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მათ ვინც გაიგეს ობიექტური ინფორმაცია, არ მოსწონთ ეს პროცესები და გვირჩევენ რომ სამართლიანობის აღდგენის მიმდინარეობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოვახდინოთ, რასაც ფაქტიურად ჩვენ ვაკეთებთ, რათა მას არ მიეცეს პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის სახე“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს გახმაურებული დაკავებების გამო, ქვეყანას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
პრემიერი მოსახლეობას მიმართავს, რომ პროცესებს თვალი მშვიდად მიადევნოს და ნუ შეეცდებიან პროცესების ქუჩით დარეგულირებას.
„ჩვენმა ოპონენტებმა კონსტრუქციულობა ვერ შეძლეს და ამას თავისი მიზეზები აქვს. კონსტრუქციულობა რომ შეძლო, სწორი ცხოვრებით უნდა გქონდეს ნაცხოვრები და არ უნდა არსებობდეს შენს მიმართ კითხვები, რაც დღეს ნამდვილად არსებობს. მათ სხვა გზა ვერ ნახეს გარდა იმისა, რომ თავიანთი პროპაგანდა სიცრუეზე ააგონ“ - დასძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ძალიან კარგი პროცესებია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორი ანალიზი გააკეთოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა