საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, გეოპოლიტიკურად საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ის საწყის ეტაპზე შეიძლება არსებული რკინიგზის ტვირთბრუნვის, ასევე პორტების ტვირთბრუნვის შემცირების საფრთხეს შეიცავდეს.
„ახალი რკინიგზის ამოქმედების შემდეგ არის საფრთხე, რომ პორტების გარკვეულმა ნაწილმა და არსებულმა რკინიგზამ დატვირთვა ვეღარ მიიღოს. ახალი რკინიგზის მუშაობის დაწყება უნდა მოხდეს ისე, რომ ახლის ხარჯზე არსებული არ დაზარალდეს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.