საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დაგეგმილ ინსტიტუციონალურ რეფორმებზე საუბრობს.
მისი თქმით, უკვე დაწყებულია განათლების სისტემის რეფორმა და იუსტიციის სამინისტროს რეფორმა-რეორგანიზაცია, რის შემდეგაც, პრემიერის განცხადებით, ის მაქსიმალურად დამოუკიდებელი და დაცული იქნება ხელისუფლების ჩარევისაგან.
პრემიერის თქმითვე, რეფორმების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებია, რათა მაქსიმალური დეცენტრალიზაცია მოხდეს.
„ჩვენ ასევე ახლო მომავალში ვაპირებთ ანტიმონოპოლიური სამსახურის შემოღებას და შრომის კოდექსის მაქსიმალურად მიახლოებას თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტებთან, რადგან დღეს ის ამ სტანდარტებს ძალიან დაშორებულია“ - განაცხადა პრემიერმა.