ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, გაერთიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლები სარჩელს შეიტანენ.
პოლიტიკური პარტია თეთრების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სარჩელს ხელს პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი, კინო რეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი საზოგადოების უფლებებისათვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რეზო ჩხეიძე და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები აწერენ.
დღესვე 14:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს.