საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესაძლო შეჩერებას საგანგაშოდ მიიჩნევს.
როგორც პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის განვითარებისთვის, ეს დაუშვებელია.
მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერსა და ახალ მთავრობას აღნიშნული პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერისა და მთავრობის ამგვარი ინიციატივები ქვეყანას ევროპიდან აშორებს და კაბალური ურთიერთობებით რუსეთთან აკავშირებს.
პრეზიდენტი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მსგავსი საკითხები საზოგადოებრივი განხილვის თემა იყოს.

















