პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველი საერთაშორისო
ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" "განახლებული საქართველოსთვის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ვლადიმერ პუტინმა მინდია გულუასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთან პრობლემები ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებითაა გამოწვეული.
"საქართველოს ხელისუფლება ოსებთან და აფხაზებთან სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, დღეს სხვა სურათი იქნებოდა. ქართველ ხალხთან რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს და აუცილებლად მოიძებნება არსებული სიტუაციიდან გამოსავალი" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრისას.

















