ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, დღეს მთავრობის კანცელარიაში,
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს ქშიშტოფ ლიზეკს შეხვდება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება აგრეთვე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
შეხვედრა 1 საათში დაიწყება.

















