logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალი მემარჯვენეები“ გვარამიას დაკავებას აპროტესტებენ
„ახალი მემარჯვენეები“ გვარამიას დაკავებას აპროტესტებენ
16:33 20.12.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები, ნიკა გვარამიას დაკავებაში ეჭვის საფუძვლებს ხედავენ.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის მოქმედი დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ვერ ჩაითვლება ყოფილი ჩინოვნიკის ჩვეულებრივ რიგით დაკავებად, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა საქართველოში. მედიასაშუალების ხელმძღვანელის მიმართ ასეთი ქმედება აშკარად იძლევა ლეგიტიმური ეჭვის საბაბს, რომ ეს არის ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, რაც არასასიამოვნო ასოციაციას აჩენს 2003 წელთან, როდესაც „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო ანალოგიური მეთოდებით ტელევიზიების საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა“ - ნათქვამია მემარჯვენეების განცხადებაში.
მათივე თქმით, საზოგადოებისთვის დღემდე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა გვარამიას უარი არ განუცხადებია საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე, ის არ აპირებდა არსად გაქცევას და უპრობლემოდ შეიძლებოდა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე საგამოძიებო ქმედებების განხორციელება.
„ახალი ხელისუფლება ვალდებულია მსგავს სიტუაციებში საზოგადოებას იოტისოდენა ეჭვის საბაბიც არ დაუტოვოს და ამით წინა ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული რეპუტაცია შეინარჩუნოს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მედიასაშუალების ხელმძღვანელს.
სატელეფონო მოსმენები, წინასწარი პატიმრობა ისეთი დისკრედიტებული ქმედებებია წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ახალი ხელისუფლების მხრიდან ითხოვს მაქსიმალურ გამჭვირვალობას, სიფრთხილეს და მეტ დამაჯერებლობას, რათა ყველაფერ ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თავისუფალ მედიაზე შეტევის მცდელობის შეფასება არ მიეცეს“ - აცხადებენ „ახალი მემარჯვენეები“.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გაუფრთხილდეს საკუთარ და პირველ რიგში ქვეყნის რეპუტაციას და იმოქმედოს დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ფარგლებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა