პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, დღეს „გარე ვაჭრობის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება განიხილეს.
დოკუმენტი მისმა ავტორმა, უფლებათადამცველმა, ლაშა ჩხარტიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღება 10 ათასამდე გარე მოვაჭრის პრობლემას მოაგვარებს და აღნიშნული საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირდება. კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით კი, წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი საფუძვლიან შესწავლას და დახვეწას საჭიროებს.
მისივე განცხადებით, კომიტეტში, ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.

















