რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებთ განცხადება გააკეთა და აღნიშნა,
რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა.
„საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ საქართველოს ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა და სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებს, საქართველო კი მათი დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებაზე ვერ დათანხმდება. ამიტომ ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში, თუმცა ჩვენ რეალურად გვსურს საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება.
ჩვენ საქართველოს ხელისუფლებიდან თავშეკავებულ, თუმცა პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, იმ ფაქტს კი, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა, ჩვენ არა მხოლოდ ვხედავთ არამედ მივესალმებით და ამ ნაბიჯს ანალოგიურად ვუპასუხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარასინთან შეხვედრა არ შედგებოდა“-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

















