საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას დამატებით უფლებებს აძლევს.
პრეზიდენტმა ცვლილებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებაში შეიტანა.
ახალი წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში, იგივე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, უფლებამოსილების განხორციელება შეეძლება როგორც უშუალოდ, ისე დელეგირების საფუძველზე მის მიერ უფლებამოსილი რამდენიმე პირის მეშვეობით.
ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ტელეკომპანიები ავრცელებენ.

















