logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
GRASS-ი ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გმობს
GRASS-ი ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გმობს
10:29 20.12.2012
საქართველოს რეფორმების ასოციაცია ქუთაისში გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს.

„გამოვხატავთ შეშფოთებას ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,
როდესაც საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს და
უმცირესობის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამწუხაროა, რომ სამართალდამცავების უმოქმედობის პარალელურად კეთდება
უმრავლესობის ლიდერების საჯარო განცხადებები უმცირესობაში მყოფი პარტიის
მიუღებლობის შესახებ. ამ ყველაფრის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივობის ინტენსივობა პროპორციულია მათ
წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ზომებისა.

მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,
განსაკუთრებით, ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლის
ფაქტები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების “დაჭერები”, უდანაშაულობის
პრეზუმფციის სისტემატური დარღვევა დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ
მომავალს“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე პოზიციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე
უმრავლესობამ პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და პოლიტიკური განსხვავებების
მიუხედავად მოახერხოს თანამშრომლობა არჩეულ პრეზიდენტთან და მის გუნდთან,
როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტის ფარგლებში.

„კოჰაბიტაცია,პირველ რიგში, გულისხმობს ერთმანეთის არსებობის პატივისცემას, პოლიტიკური განადგურების იდეაზე უარის თქმას და, ამასთან, ისეთ სფეროებში საერთო ენის გამონახვას, სადაც კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებლად ვერც ერთი პოლიტიკური
ძალა ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას.

მივესალმებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას “ქუთაისის ინციდენტთან”
დაკავშირებით და მოვითხოვთ აღნიშნული ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას.აგრეთვე
მოვითხოვთ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული ნებისმიერი, მათ შორის
პოლიტიკური უმცირესობების უფლებები“ - აცხადებენ GRASS-ში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა