რამდენიმე კვირის წინ, ქართული მხარის მიერ, პალესტინის საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებით, პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
„ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

















