logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის აკადემიას ესტუმრა
ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის აკადემიას ესტუმრა
15:26 19.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს ნიკოლოზობა მიულოცა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას განათლებული ჯარი უნდა იცავდეს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით სამხედრო განათლების სფეროში ახალი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

„ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლება წარმოადგენს. დღეს სიმბოლურია, რომ განათლების სისტემაში პირველად თქვენთან მოვედი. წარმატების მისაღწევად საჭიროა განათლებული საზოგადოება გვყავდეს. ის, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ღირსეული დაცვა - ამასაც განათლებული ჯარი უნდა აკეთებდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, ისეთი ჯარი და გვყავდეს ისეთი განათლებული და ღირსეული ოფიცრები, რომ საქართველოს დაცვაში მათ პრაქტიკულად პრევენციის როლი შეასრულონ. ჯარისკაცი იმისთვისაა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახუროს და მისი უსაფრთხოება დაიცვას“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას.

აკადემიაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა და მსმენელების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. მინისტრებს მეგზურობა აკადემიის კომენდანტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გაუწია.

„თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჰყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პრემიერ-მინისტრი ეწვია. ჩვენ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რომ ასეთი განათლება მივცეთ ჩვენს მსმენელებს. პროფესია ჯარისკაცი არ იქნება მხოლოდ ვიწროდ სამხედრო პროფესიით შეზღუდული, მათ სერიოზული სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა