საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა „ექსპოჯორჯიაში“ დღეს გააკეთა.
სააკაშვილის განცხადებით ის იმედს გამოთქვამს რომ ახალი მთავრობა ბოლო წლებში აშენებულ შენობებს არ დაანგრევს. მან ასევე ახალ მთავრობას მნგრეველთა დიდი გუნდიც უწოდა და განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში, ნგრევის პრეცედენტი მხოლოდ თალიბების მიერაა განხორციელებული.
„სააკაშვილი გაღიზიანდა იმით, რომ შევაჩერეთ იმ აგარაკების მშენებლობა რომელსაც ხელისუფლება იშენებდა. გადაამოწმეთ რომელ ნორმალურ ქვეყანაშია სამთავრობო აგარაკები. ისინი ცდილობენ რასაც თვითონ ცუდად აკეთებდნენ, ჩვენ მოგვაწერონ. ჩვენ დიდი კულტურის მქონე ხალხი ვართ და იმის გონიერება შერჩენილი გვაქვს, რომ თეთრი და შავი გავარჩიოთ“- განაცხადა ივანიშვილმა.

















